"მაესტროს" ერთ-ერთმა დამფუძნებლმა და 15%-იანი წილის მფლობელმა მამუკა ღლონტმა საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. "პალიტრა ნიუსის" ინფორმაციით, ღლონტი 4 თებერვალს პარტნიორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც პარტნიორთა კრებამ თანამდებობიდან ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე გადააყენა და მის ნაცვლად ლევან გაჩეჩილაძე დანიშნა.
მამუკა ღლონტის ადვოკატმა საჯარო რეესტრს ოფიციალურად უკვე მიმართა. მხარეები ითხოვენ რეგისტრაციის შეჩერებას მანამ, ვიდრე სასამართლო წესით კრების ოქმის კანონიერების საკითხი არ გაირკვევა.
"მამუკა ღლონტმა მიმართა სასამართლოს "შპს სტუდის მაესტროს" 2016 წლის 4 თებერვლის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. მოგეხსენებათ, რომ ეს გადაწყვეტილება ითვალისწინებს დირექტორის თანამდებობიდან ბაია გადაბაძის გათავისუფლებას და ლევან გაჩეჩილაძის დანიშვნას", - აღნიშნა ადვოკატმა.