"თალიბანმა" ავღანეთის პროვინცია ჰელმანდის ნაწილზე კონტროლი დაამყარა

მოძრაობა "თალიბანის" მებრძოლებმა ავღანეთის პროვინცია ჰელმანდის ნაწილზე კონტროლი დაამყარეს. როგორც დასავლური მედია პროვინციის გუბერნატორზე დაყრდნობით იტყობინება, თალიბებმა ჰელმანდის ჩრდილოეთი ნაწილი დაიკავეს.

როგორც "დოიჩე ველე" წერს, აშშ-ის მონაცემებით, "თალიბანი" უკვე აკონტროლებს ავღანეთის ტერიტორიის დაახლოებით ერთ მესამედს.

პროვინცია ჰელმანდი ავღანური ოპიუმის წარმოების ცენტრად მიიჩნევა.