სირიასა და ერაყში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად 800-ზე მეტი გერმანელი ისლამისტი ჩავიდა. უმრავლესობა "ისლამურ სახელმწიფოსა" და დაჯგუფება "ჯაბჰათ ალ-ნუსრაში" გაწევრიანდა.
მოგვიანებით, ისლამისტების ერთი მესამედი გერმანიაში დაბრუნდა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა "დი ველტი" გერმანიის სისხლის სამართლის ფედერალურ უწყებაზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის თანახმად, დაახლეობით 130 გერმანელი ისლამისტი დაიღუპა, მათი ნაწილი თვითმკვლელი იყო.
გერმანიის სისხლის სამართლის ფედერალური უწყების ცნობით, ისლამისტების დაახლოებით 60% გერმანიის მოქალაქეა.