აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ რუს კოლეგას მინსკის შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდა. როგორც "ბიბისი" თეთრი სახლის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, ამის შესახებ ობამამ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.
ობამას თქმით, რუსეთმა და უკრაინის აღმოსავლეთში მოქმედმა სეპარატისტებმა სამშვიდობო ზავი უნდა დაიცვან.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა რუსეთს, უზრუნველყოს ეუთო-ს სპეციალური სამონიტორინგო მისიის ვიზიტი კონფლიქტის ზონაში.
მინსკის შეთანხმებას გასული წლის თებერვალში მოეწერა ხელი. დოკუმენტი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას ითვალისწინებს.