პროკურატურას სურს, რომ გიგი უგულავას სიდედრის ბინა, რომელიც გირაოს უზრუნველყოფის მიზნით არის დაყადაღებული, სახელმწიფო ბიუჯეტს გადასცეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა.
ადვოკატის თქმით, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში "თბილისის განვითარების ფონდის" საქმეზე ჩანიშნულ პროცესზე სასამართლოს მიმართავს, რომ ბინას გირაო მოეხსნას, რადგან გიგი უგულავა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია.
"მივმართავთ პროკურატურას, რომ მოეხსნას ყადაღა ბინას, რომელიც გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დააყადაღეს", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
გიგი უგულავას სიდედრის ბინა გირაოს უზრუნველყოფის მიზნით მას შემდეგ დაყადაღდა, რაც უგულავას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 50 ათასიანი გირაო შეუფარდა.
"თბილისის განვითარების ფონდის" საქმეზე" სხდომა 10:30 საათზე დაიწყება.