ჩვენ მოწოდებული ვართ, შევქმნათ მაქსიმალურად დემოკრატიული სივრცე არჩევნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩეხეთში სასწავლებლად მყოფ ქართველ სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, არჩევნების ღირსეულად ჩატარება მთავრობის შიდა დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხია.
",ეს არის ჩვენი შიდა დღის წესრიგი - არჩევნების ღირსეულად ჩატარება. ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ შევქმნათ მაქსიმალურად დემოკრატიული სივრცე არჩევნებისთვის, იმისთვის რომ ჩართულობა იყოს ფართო. ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა, არ შეიძლება ვიცხოვროთ კონფრონტაციულ რეჟიმში,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორ საათინი შეხვედრა სტუდენტებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა, მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე პასუხი ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებისაგან, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსისგან მიიღეს.
,,ახალგაზრდულობის ჩართულობა ჩვენი მიზნების განხორციელებაში არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველა თქვენთაგანს ველოდებით საქართველოში,"- ამ სიტყვებით დაასრულა ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.