"საქართველოს ბანკის ოფისთან" სამსართულიანი სახლის მეორე სართული იწვის

გაგარინის მოედანზე "საქართველოს ბანკის ოფისთან" სამსართულიანი სახლის მეორე სართული იწვის. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო ბრიგადები მუშაობენ.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.