მარჯვენასაჭიანი მანქანების საკითხის განხილვა გადაიდო

მარჯვენასაჭიანი მანქანების საკითხის განხილვა გადაიდო

მარჯვენასაჭიანი მანქანების საკითხის განხილვა პარლამენტში გადაიდო, რასაც პარლამენტში მისული არასამთავრობოების პროტესტი მოყჰვა.

რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელი დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განხილვაზე დასწრებას გეგმავდა. სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ახსნა-განმარტება კომიტეტის ხელმძღვანელს ეკა ბესელიას მოსთხოვეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ეკო ტრანსპორტ ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ურუშაძე აცხადებს, რომ საკითხის განხილვას მოქალაქეებთან ერთად ის 17 ათასი ადამიანიც ელოდება, რომლებიც ამ ბიზნესში არიან დასაქმებულები.

საკითხის გადადების მიზეზად შინაგან საქმეთა მინისტრის მივლინება დასახელდა.