ბულგარეთის პრემიერმინისტრმა ბოიკო ბორისოვმა მუქარის შემცველი ანონიმური წერილი მიიღო. ქვეყნის ნაციონალური რადიოსადგურის ინფორმაციით, მთავრობაში ანონიმური კონვერტი მიიღეს , რომელშიც მოთავსებული იყო პრემიერმინისტრის ფოტო, ტყვია და მუქარის წერილი, რომელიც შედგენილი იყო გაზეთიდან ამოჭრილი ასოებით. მედიასაშუალების ინფორმაციით, სპეცსამსახურები მომხდარს იძიებენ.
მუქარის წერილის მიღების ფაქტი ბოიკომ თავად დაადასტურა. "წერილი მივიღე, მაგრამ ძალიან არ შემშინებია. არც პირველია და არც ბოლო. როდესაც კონტრაბანდისტებს 3 მილიარდს ჩამოართმევ და სხვა არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს მიიღებ, საპასუხო მოქმედებებს ყოველთვის უნდა ელოდო", - განაცახადა ბულგარეთის პრემიერმინისტრმა.
ამ დროისთვის სპეცსამსახურებს განცხადება არ გაუკეთებიათ.