ბრიტანელ სამართალდამცველებს ტერორიზმისგან მოაქალაქეების დაცვა გაუჭირდებათ

ბრიტანელ სამართალდამცველებს ტერორიზმისგან მოაქალაქეების დაცვა გაუჭირდებათ

დიდი ბრიტანეთის სამართალდამცველებს გაუჭირდებათ საკუთარი მოქალაქეების დაცვა ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულებებისგან იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ევროკავშირს დატოვებს . ამის შესახებ ევროპოლის ხელმძღვანელმა რობ უეინრაითმა ბრიტანელი პოლიტიკოსების განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

"თუკი თქვენ დახურავთ წვდომას ინფრასტრუქტურისადმი, რომლის შექმნაშიც ბრიტანელი პოლიციელები 40 წლის განმავლობაში მონაწილეობდნენ, ასეთ შემთხვევაში საკუთარი მოქალაქეების დაცვა ტერორიზმისგან დიდი ბრიტანეთისთვის გაცილებით დიდი ამოცანა იქნება", - აღნიშნა ევროპოლის ხელმძღვანელმა.

დღეს კი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა დევიდ ქემერონმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ თუ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას მხარს დაუჭერენ, დიდი ბრიტანეთი გაერთიანებას დატოვებს და მეორე რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობა აღარ იქნება.