პარლამენტი 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებს იწყებს. საბიუჯეტო პროექტის განხილვები რეგიონებში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას პარლამენტის, სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ.
პირველი საჯარო განხილვა ხვალ, 12:00 საათზე თელავში გაიმართება. საჯარო განხილვები დაგეგმილია ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, გორში, რუსთავში, დუშეთსა და ახალციხეში.