საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან ლევან მურუსიძესთან ერთად ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა მიმდინარე მოვლენებთან და სხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით შედგება.
შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოში 18:00 საათზე დაიწყება.