ევროკომისია დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის კამპანიაში არ მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ ევროპული მედიის ცნობით, ევროკომისიის წარმომადგენელმა, მარგარიტის შინასმა განაცხადა.
"მე არ ვფიქრობ, რომ კომისიამ რაიმე როლი უნდა ითამაშოს იმ კამპანიაში, რომელიც ბრიტანელ ხალხს ეხება", - განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში 23 ივნისს რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება, რომელზეც ამომრჩეველი გადაწყვეტს დარჩეს ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობაში, თუ არა.