თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი არ გამორიცხავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ გაასაჩივროს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მამუკა ახვლედიანმა განუცხადა.
მამუკა ახვლედიანის თქმით, ამ დროისთვის აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციებს გადის.
ახვლედიანი ხვალ ჟურნალისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას გეგმავს.
"ამ საკითხებზე გავდივარ კონსულტაციას. ხვალ ვგეგმავ ჟურნალისტებთან და არასამთავრობოებთან შეხვედრას. დანარჩენ შეკითხვებს იქ ვუპასუხებ. ხვალიდან ყველასთვის ღია და თავისუფალი ვიქნები, დროც ბევრი გამომიჩნდა როგორც ვატყობ", - განაცხადა ახვლედიანმა.
მისი თქმით, მედიასთან და არასამთავრობოებთან შეხვედრა ხვალ, სავარაუდოდ 11:00 საათზე გაიმართება.