სირიაში სახმელეთო ოპერაციის დაწყება თურქეთისა და საუდის არაბეთის მიერ დღის წესრიგში არ დგას

სირიაში სახმელეთო ოპერაციის დაწყება თურქეთისა და საუდის არაბეთის მიერ დღის წესრიგში არ დგას

სირიაში სამხედრო სახმელეთო ოპერაციის დაწყება თურქეთისა და საუდის არაბეთის მიერ დღის წესრიგში არ დგას, - ამის შესახებ "როიტერის" ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მისივე თქმით, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მსგავსი ნაბიჯის გადადგმაში აშშ_ის კოალიციის ყველა ქვეყანამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ჩავუშოღლუს განცხადებით, ყველაზე დიდ დაბრკოლებას სირიაში ცეცხლის შეწყვეტისთვის რუსეთის ავიაიერიშები წარმოადგენს. მისივე თქმით, სირიის ოპოზიცია, რომელმაც თანხმობა განაცხადა დროებით ზავზე, რიადში სამშაბათს შეიკრიბება.