პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე 17 წლის სამირა ბაიარამოვას გატაცების ფაქტს საგანგაშოს უწოდებს და სამართალდამცავებს დანაშავეთა დროული გამოვლენისკენ მოუწოდებს.
მომხდარს კობახიძე დღეს პარლამენტში გამოეხმაურა.
"საქმე არასრულწლოვანის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას ეხება. აქ მიზანი აბსოლუტურად არ არის მნიშვნელოვანი - ეს არის ქორწინების თუ სხვა მიზნით. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი და ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული, რომ დროულად გამოვლინდეს დამნაშავე პირი და ამ ბავშვის უსაფრთხოება, თავისუფლება იყოს დაცული", - განუცხადა ჟურნალისტეს მანანა კობახიძემ.
ოთხი დღის წინ გატაცებული სამირა ბაირამოვა სამართალდამცველებმა დღეს იპოვეს.