გოგი თოფაძის ადგილი არ არის არც კოალიციაში და არც "მრეწველებში", - ამის შესახებ ჟურნალისტებს "რესპუბლიკელების" წარმომადგენელმა ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა.
დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის მისი პირადი პოზიცია და არ იცის, რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს კოალიციის პოლიტსაბჭომ.
"გოგი თოფაძის გარდა, ყველა "მრწეველთან" მაქვს კონტაქტი და კაციშვილს არ უთქვამს ის, რაც გოგიმ ბრძანა. ვიღაც რომ ამბობს, რომ გოგი მეგობარია, მეგობრობას არავინ დაუშლის – მეგობრობა გზად და ხიდად!", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ლევან ბერძენიშვილმა.