დიდი ბრიტანეთის მსხვილი კომპანიების ნახევარი ქვეყნის ევროკავშირში დარჩენის მომხრეა დიდი ბრიტანეთის მსხვილი კომპანიების ნახევარი ქვეყნის ევროკავშირში დარჩენის მომხრეა. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.
გამოცემის მიხედვით, 100 ყველაზე მსხვილი კომპანიის ლიდერები დიდი ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლას ეწინააღმდეგებიან, ისინი 23 თებერვალს ერთობლივი წერილის გავრცელებას აპირებენ, რომელშიც აღნიშნული იქნება, რომ დიდი ბრიტანეთი იქნება "უფრო ძლიერი, დაცული და აყვავებული" რეფორმირებულ ევროკავშირში. აღნიშნულ კომპანიებს შორის არის ნავთობკომპანიები Shell-ი, BP-ი და Vodafone-ი.
დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმი ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ივნისში ჩატარდება. ამ ინიციატივით პრემიერ-მინისტრი, დევიდ ქემერონი გამოვიდა. ევროკავშირიდან გასვლას მხარს უჭერს ლონდონის მერი, ბორის ჯონსონი. თუმცა, ქემერონმა მას მოუწოდა არ ჩაებას ქვეყნის ბლოკიდან გასვლის კამპანიაში.