საქართველოში მიმდინარე კვირაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, დღეს დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნდება წვიმა, ხოლო ხვალიდან გამოიდარებს.
ნიორაძის განმარტებით, ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა ამ ფონზე, ზოგიერთ რაიონში, ასევე თბილისშიც მოსალოდნელია ნალექი.
მიმდინარე კვირაში ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ +14 +19 გრადუსი იქნება.