იუსტიციის საბჭოს წევრმა მამუკა ახვლედიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვა

იუსტიციის საბჭოს წევრმა მამუკა ახვლედიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა შოთა გეწაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვა. როგორც გეწაძემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მამუკა ახვლედიანმა გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას, სპეციალიზაციებთან დაკავშირებით შეიჭრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებებში, რის გამოც მას საქალაქო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს და დარჩეს რიგით მოსამართლედ.

საბჭომ უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი შესაძლოა დღესვე განიხილოს. ამასთან, საბჭოს წევრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ დღევანდელ სხდომას მამუკა ახვლედიანი არ ესწრება.