ბულაჩაურის ქუჩაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ის ნაწილი, სადაც მოწმეთა დაკითხვა მოხდება, ხვალ საზეიმოდ გაიხსნება. როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ დღევანდელი სხდომის დაწყებისას განაცხადა, საზეიმო გახსნა 23 თებერვალს, 12:00 საათზე გაიმართება. მისივე თქმით, სასამართლო სისტემა მზად არის მოწმეთა საკითხის ახალი წესისთვის. ამასთან, როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები რეგიონებში შეხვდნენ მოსამართლეებს, ტექნიკურ პერსონალს, ასევე მდივნებს და მისივე თქმით, მოსამართლეებმა დაადასტურეს სრული მზადყოფნა კანონის ასამოქმედებლად.
ნინო გვენეტაძემ აღნიშნა ისიც, რომ პროკურატურის მიერ შემოტანილი რეკომენდაციები ატვირთულია შიდა ქსელში, ინტერნეტში და ეს რეკომენდაციები თანხვედრაშია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან.