ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედია სრულიად თავისუფალი და დამოუკიდებელი იყოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან წელს არჩევნები ტარდება, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის 95 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ის ტელეკომპანია "მაესტროს" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.
"ქართველმა ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს ინფორმაციაზე დაფუძნებული არჩევანი, ამისათვის კი მათ წვდომა უნდა ჰქონდეთ მედიაზე. ჩვენ "მაესტროს" ირგვლივ განვითარებული მოვლენებს ყურადღებით სწორედ ამ კუთხით ვაკვირდებით", - აღნიშნა იან კელიმ.
აშშ-ის ელჩმა ასევე განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მიღებას.