ჩემი ამბიცია უკრაინაში ბევრად მეტია, ვიდრე პრემიერ-მინისტრობა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა. სააკაშვილი მიზნად ახალი თამაშის წესების დამკვიდრებას ისახავს. "მე მინდა სრულიად ახალი თამაშის წესების დამკვიდრება და სრულიად ახალი პოლიტიკური ელიტის მოყვანა ქვეყნის სათავეში. ჩვენ აქ დავიწყეთ იგივე მოძრაობა, რაც საქართველოში დავიწყეთ 2000-იანი წლების დასაწყისში. შევკრიბეთ ბევრი ახალგაზრდა, პერსპექტიული პარლამენტარი, ახალგაზრდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სხვადასხვა რეგიონული ლიდერები, მინისტრის მოადგილეები და ერთი-ორი მინისტრიც. ეს ხალხი მიმართულია იმისკენ, რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს სიტუაცია უკრაინაში. კიევი-ოდესაში წინ და უკან დავდივარ. 20 რეგიონიდან ჩამოვიყვანეთ ხალხი და მომდევნო 22 დღეში 22 ქალაქს ვესტუმრები. ახალ ხალხს ავრკიბავთ. ეს არ არის პარტია. პარტიები ასოცირებულია ოლიგარქების პროექტებთან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ მის გვერდში მყოფების უმრავლესობა საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობს.
მისივე თქმით, ეს არის მისი ცხოვრების გადამწყვეტი ნაწილი. "ასეთ დიდ ბრძოლაში მე არასდროს ვყოფილვარ", - აღნიშნა სააკაშვილმა. მან უკრაინაში მისი მოწინააღმდეგეები საქართველოში "ვარდების რევოლუციამდელი" მთავრობის წევრებს შეადარა. "ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან ერით-ერთზე ლევან მამალაძე, კახა თარგამაძე. ერთია ლაპარაკის მანერა, წინააღმდეგობა", - განაცხადა ოდესის გუბერნატორმა.
რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, თუ ვის შეადარებდა პრემიერ-მინისტრ იაცენიუკს, მისი თქმით, ასეთი ბევრი იყო "დაწყებული მოლაშვილით, გაგრძელებული ჯორბანეძეებით და ა.შ."