თურქეთი იტოვებს უფლებას ტორირიზმის წინააღმდეგ ყველა სახის ოპერაცია ჩაატაროს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ

თურქეთი იტოვებს უფლებას ტორირიზმის წინააღმდეგ ყველა სახის ოპერაცია ჩაატაროს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი იტოვებს უფლებას, ტერორისტული საფრთხეების წინააღმდეგ ყველა სახის ოპერაცია ჩაატაროს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ. ამის შესახებ გამოცემა "Daily Sabah" წერს.

"თურქეთი თავის უფლებას გამოიყენებს საბრძოლო მოქმედებების წესების არეალის გასაფართოებლად ქვეყნის წინააღმდეგ იმ ფაქტობრივი შეტევების საპასუხოდ, რათა აღიკვეთოს ყველა ტერორისტული საფრთხე, მათ შორის სირიელი ქურთებისა და "ისლამური სახელმწიფოსგან" მომდინარე", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, არავის აქვს უფლება თურქეთს საკუთარი თავის დაცვის უფლება შეუზღუდოს. მისი ეს განცხადება უკავშირდება ანკარაში 17 თებერვალს მომხდარ ტერაქტს, რასაც 28 ადამიანი ესმხვერპლა.