კიევში, თავისუფლების მოედანზე სახალხო შეკრება დაიწყო, რომელშიც ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. აქციის ორგანიზატორია "რევოლუციური მემარჯვენე ძალები".
სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე უკრაინელმა პოლიტოლოგმა რომან ლიპინსკიმ "უკრაინელ ხალხთა შეკრების" საორგანიზაციო კომიტეტის შექმნის შესახებ განაცხადა და შეკრებილთა მოთხოვნები წაიკითხა.
თავისუფლების მოედანზე მისული ადამიანების უმთავრესი მოთხოვნა ხელისუფლების გადადგომა და პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმის საფუძველზე მინისტრთა ახალი კაბინეტის შექმნაა. ლიპინსკის მიერ წაკითხულ მოთხოვნათა ჩამონათვალში უკრაინის პრეზიდენტისა და სახელმწიფო რადას ვადამდელი არჩევნებია. ასევე მოითხოვენ მინსკის შეთანხმებებზე უარის თქმასა და დონბასსა და ყირიმში სამხედრო მდგომარეობის შემოღებას.