რუსეთთან სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება მიღწეულია, - euronews.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კერის თქმით, ის და სერგეი ლავროვი იმედოვნებენ, რომ უახლოეს დღეებში ამერიკის პრეზიდენტ ობამას და რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ექნებათ საუბარი ამ შეთანხმების საბოლოოდ გაფორმებაზე. ეს განცხადება დაადასტურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.