თურქეთში ქურთმა ტერორისტებმა სააგენტო

თურქეთში ქურთმა ტერორისტებმა სააგენტო "ანადოლუს" სამი ჟურნალისტი გაიტაცეს

თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ამ დროისთვის დაუდგენელმა პირებმა, საინფორმაციო სააგენტო "ანადოლუს" სამი ჟურნალისტი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ანადოლუ" ავრცელებს.

"უკვე 48 საათია სააგენტოს კორესპონდენტები ამ დრომდე დაუდგენელ ადგილზე იმყოფებიან", - წერს სააგენტო.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ჟურნალისტების გატაცების უკან "ქურთთა მუშათა პარტია" დგას.