რომის პაპმა მსოფლიო კათოლიკეებს სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდა

რომის პაპმა მსოფლიო კათოლიკეებს სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდა

რომის პაპი ფრანცისკე დღეს მსოფლიოში სიკვდილით დასჯის გაუქმების მოთხოვნით გამოვიდა. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.

ვატიკნში, წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით ადამიანის წინაშე ქადაგებისას, პაპმა მსოფლიო კათოლიკეებს მოუწოდა, გამოიჩინონ სიმამაცე და იმუშაონ სიკვდილით დასჯის გამოყენებაზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ, რათა ამ წელს სიკვდილით აღარავინ დაისაჯოს. რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა განაცხადა, რომ დამნაშავესაც კი აქვს ურღვევი უფლება - იცოცხლოს.

ცნობილია, რომ რომის პაპმა 2015 წლის 8 დეკემბრიდან მიმდინარე წლის 20 ნოემბრამდე პერიოდი გულმოწყალების წლად გამოაცხადა.