თუ ბრიტანეთი გავა ევროკავშირიდან, შოტლანდია გავა ბრიტანეთიდან, -euronews.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტარჯონიმ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ბოლო რეფერენდუმზე, როდესაც შოტლანდიის გაერთიანებულ სამეფოში დარჩენა წყდებოდა, შოტლანდიელთა მოტივაცია ბრიტანეთში დარჩენაზე სწორედ გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირის წევრობა იყო.
euronews.ge-ის ინფორმაციით, შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ეს განცხადება დევიდ კემერონის მიერ რეფერენდუმის თარიღის გამოცხადების პასუხად გააკეთა.