ევროკავშირის "რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ" კამპანია დახმარებისათვის ევროპარლამენტს მიმართავს. როგორ euronews.ge წერს, 2015 წლის სექტემბრიდან ევროკავშირში ფუნქციონირება დაიწყო სპეციალურმა დანაყოფმა (აღმოსავლეთ სტრატკომი), რომლის მიზანს ელექტრონულ სივრცეში რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.
euronews.ge-ის ინფორმაციით, 6 თვის თავზე, დანაყოფის ხელმძღვანელი ევროპარლამენტს დახმარებისათვის მიმართავს, რათა ამ უკანასკნელმა ხელი შეუწყოს ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.