საქართველოს ლატვიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ეწვევა

საქართველოს ლატვიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ეწვევა

საქართველოს ლატვიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლოლიტა ჩიგანე ეწვევა. ხვალ ლოლიტა ჩიგანე საკანონმდებლო ორგანოს და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. კერძოდ, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილთან, საქართველო-ლატვიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ გიორგი კახიანთან, პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძესთან და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ზვიად კვაჭანტირაძესთან.

მოგვიანებით ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაემგზავრება, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუას შეხვდება.