სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ამერიკის შეერთებული შტატები მშვიდობიანი სირიელი მოსახლეობის მკვლელობაში დაადანაშაულა.
ესპანურ გაზეთEL Pais- სთან ინტერვიუში ასადმა განაცხადა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მკლელობებზე აშშ-ის მთავრობაა პასუხისმგებელი და არა რუსეთი. მისივე თქმით, არ არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ რუსულმა ავიაციამ სამოქალაქო ობიექტები დაბომბა.
"რუსეთი ახორციელებს ზუსტ დარტყმებს და არ ყოფილა არც ერთი ინციდენტი, რომელიც რუსეთის მონაწილეობით მშვიდობიან მოსახლეობას უკავშირდებოდეს. მშვიდობიანი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სირიის ჩრიდილოეთში ამერიკელებმა დახოცეს", - განაცხადა ასადმა.
დასვლეთის ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთის ავიაიერიშების დროს სირიის მშვიდობინი მოსახლეობა იღუპება.