22 თებერვალს საქართველოში ამინდი გაუარესდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რაიონებში კი თოვლი. მათ შორის მოთოვს ბაკურიანში და გუდაურში.
22 თებერვლიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება და უმეტეს რაიონებში იწვიმებს, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ითოვებს და მოსალოდნელია ქარბუქები. ასევე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ქარი გაძლიერდება. ზოგიერთ რაიონში ქარის სიჩქარე წამში 20-25 მეტრი იქნება.
"23 თებერვალს შედარებით უკეთესი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა ტემპერატურის სტაბილური და მკვეთრი მომატება ჯერ მოსალოდნელი არ არის", - აღნიშნა ნიორაძემ.
21 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში ბარში დღისით ჰაერის ტემპერატურა +5-10 გრადუსის ფარგლებში იქნება, დასავლეთ საქართველოს დაბლობში _ 11-16 გრადუსის ფარგლებში.
22 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობშიც დაიწევს და დღისით 5-10 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში ბარში – 7-12 გრადუსის ფარგლებში.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ღამით ყინვა -2:+3 გრადუსი დაფიქსირდება, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით ტემპერატურა 0;+5 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ღამით ყინვები შენარჩუნდება და საშუალოდ -8;-10 გრადუსის ფარგლებში იქნება.