17 აპრილს მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა.
საძირკველი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აკურთხა.
ტაძრის კურთხევას ფონდ "ივერიის" დამფუძნებელი, მომღერალი პაატა ბურჭულაძე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.