ნამდვილად სანანებლად გვაქვს, რომ თავის დროზე საარჩევნო რეფორმის ოპოზიციასთან შეთანხმებული ვარიანტი არ მივიღეთ

ნამდვილად სანანებლად გვაქვს, რომ თავის დროზე საარჩევნო რეფორმის ოპოზიციასთან შეთანხმებული ვარიანტი არ მივიღეთ

თავის დროზე ჩვენი შეცდომა იყო, როცა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან შეთანხმებული ვარიანტი არ მივიღეთ და დღეს ეს სანანებლად ნამდვილად გვაქვს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გიორგი ბარამიძემ გააკეთა.

ბარამიძემ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ურჩია, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების შეცდომა გაითვალისწინონ და მათაც "იგივე არ დაემართოთ".

ბარამიძის შეფასებით, ოპოზიციამ ხელისუფლებას ცვლილებების ოპტიმალური ვარიანტი შესთავაზა და მისი არმიღება დინების საწინააღმდეგოდ წასვლაა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საპარლამენტო და არასაპარლამეტო ოპოზიციის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს იხილავს, რომლითაც მაჟორიტარული არჩევნები უქმდება და პარლამენტის 150 მანდატიდან, 75 - ერთიანი პროპორციული სისტემით, ხოლო 75 - სამხარეო-პროპორციული სისტემით გადანაწილდება.