რუსეთი დასავლეთს საქართველოში ანტირუსული განწყობების გაღვივებაში ადანაშაულებს

რუსეთი დასავლეთს საქართველოში ანტირუსული განწყობების გაღვივებაში ადანაშაულებს

რუსეთი დასავლეთს საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, რომლებსაც ისტორიულად გავლენის სფეროდ მიიჩნევს, ანტირუსული განწყობების გაღვივებაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" სტატიაში წერს, რომელიც ეძღვნება ნატო-ს მინისტერიალის პირველ დღეს და ალიანსის გადაწყვეტილებას, გააფართოვოს სამხედრო ძალები აღმოსავლეთ ევროპაში.

"ნატო-ს არაწევრი საქართველო, რომელსაც 2008 წელს რუსეთთან ხუთდღიანი ომი ჰქონდა და შედეგად ორი მისი რეგიონი რუსეთის ჯარების მიერ არის ოკუპირებული, ასევე აფრთხილებს ნატო-ს, იყოს მზადყოფნაში", - ნათქვამია სტატიაში.

"კრემლის შემთხვევაში, არაფერია გამორიცხული", - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა "როიტერთან" საუბარში.