რუსეთმა მიხეილ ხოდორკოვსკიზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა მიხეილ ხოდორკოვსკიზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა მიხეილ ხოდორკოვსკიზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქსს" ანონიმურმა წყარომ განუცხადა.

"რუსეთში ინტერპოლის ეროვნულმა ბიურომ, რუსეთის გენერალური პროკურატურისა და საგამოძიებო კომიტეტისგან მიღებული მასალების საფუძველზე, ხოდორკოვსკიზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. შესაბამისი გადაწყვეტილება გაგზავნილია ინტერპოლის ცენტრალურ ბიუროში ლიონში", - განაცხადა წყარომ.

რუსული მხარე მიხეილ ხოდორკოვსკის 1998 წელს, ნეფტეიუგანსკის მერის ვლადიმერ პეტუხოვის მკვლელობაში ადანაშაულებს.