ალეპო საბრძოლო მოქმედებების გამო 50 000-მა ადამიანმა დატოვა

ალეპო საბრძოლო მოქმედებების გამო 50 000-მა ადამიანმა დატოვა

წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, სირიის პროვინცია ალეპოში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო, საკუთარი სახლების მიტოვება დაახლოებით 50 000 ადამიანს მოუწია. 

როგორც "ბიბისი" ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს, პროვინციაში ჰუმანიტარული სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, ქალაქ ალეპოს ბოლო 2 კვირა წყალი არ მიეწოდება, გარდა ამისა, ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს ქალაქში დახმარება ვერ ჩააქვთ, მშვიდობიან მოსახლეობას ასევე საწვავისა და ელექტროენერგიის დეფიციტი შეექმნა.

ათასობით ადამიანი ამ დროისთვის თურქეთის საზღვართან იმყოფება. გაერო-ს მონაცემებით, პროვინცია ალეპოში 300 000-მდე ადამიანი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. 

სირიის სამთავრობო ძალები, რუსული ავიაციის დახმარებით, ალეპოში საბრძოლო მოქმედებებს განაგრძობენ.