გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტსი შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტსი შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მაროშ შევჩოვიჩის შეხვედრაზე, საუბარი გაგრძელდა საქართველოს ენერგოსექტორის განვითარებისკენ მიმართულ ნაბიჯებზე .

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, საქართველოს მთავრობის მეთაური ევროკომისარს ენერგოგაერთიანების საკითხებში ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე საინვესტიციო პროექტების შესახებ ესაუბრა.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების მისწრაფებაზე.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის სანდო პარტნიორია და აქვს პოტენციალი, გახდეს რეგიონული ლიდერი განახლებადი ენერგიის წარმოების მხრივ.

პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე, რომლებიც ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას და რეგიონის სტაბილურობას ისახავს მიზნად.

ევროკომისართან შეხვედრით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორდღიანი ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა.