რომის პაპი ფრანსისკ პირველი სექტემბერში სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში შესაძლოა საქართველოს ეწვიოს. ამის შესახებ იტლიური მედია ვატიკანზე დაყრდნობით იტყობინება.
როგორც გამოცემა "ლასტამპა" წერს, რომის პაპის სამხრეთ კავკასიაში ტურნესთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.
აღნიშნული წყაროს ცნობით, რომის პაპის საქართველოში ვიზიტი ივნისში უნდა შემდგარიყო, თუმცა, კუნძულ კრეტაზე დაგეგმილი მართლმადიდებელი ეკლესიათა წმინდა და დიდი კრების გამო გადაიდო.
გავრცელებული ცნობით, ფრანსისკ პირველი სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ესტუმრება. ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოში განუცხადეს, საქართველოში რომის პაპის ვიზიტის შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ მიუღიათ და ინფორმაციას არ ფლობენ.