ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აშშ-ს ეროვნული დაზვერვის ანგარიშს საქართველოს მხარში დგომად აფასებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსული პროპაგანდის საპირისპიროდ მუშაობს .
“აშშ-მ რეალურად და ობიექტურად შეაფასა ის საფრთხეები, რაც შეიძლება პროპაგადისტული მიმართულებით გაძლიერდეს საქართველოში, მითუმეტეს საარჩევნო წელია. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი მეგობრების თანადგომას და ამ ანგრიშს განვიხილავთ როგორც დახმარების, მხარში დგომის ფაქტს. არავის აქვს ილუზია, რომ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურად სტრატეგიული მდებარეობის გამო ჩვენ არ შევდივართ ისეთი მეზობლის ინტერესების სფეროში, როგორიცაა რუსეთი, ჩვენი ხელისუფლება მეგობრების დახმარებით მუშაობს რუსული პროპაგანდის საპირისპიროდ და ერთობლივი ძალისხმევით პროცესი კონტროლის და ყურადღების ქვეშაა. საქართველოს მოსახლეობამ მტკიცე არჩევანი გააკეთა ევროატლანტიკური სივცრის სასარგებლოდ და ამ არჩევანის შეცვლას არც საზოგადოება და არც მთავრობა არ აპირებს.”-განაცხადა კახა კალაძემ.