პარლამენტი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებული ცვლილებების პაკეტის განხილვას იწყებს

პარლამენტი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებული ცვლილებების პაკეტის განხილვას იწყებს

პარლამენტი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ცვლილებათა პაკეტის განხილვას იწყებს.

ხვალ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კონსტიტუციასა და საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან იმ ცვლილებათა პროექტზე იმსჯელებენ, რომელიც ოპოზიციამ პარლამენტს 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერით წარუდგინა. პროექტის თანახმად, არსებული საარჩევნო სისტემა იცვლება - უქმდება მაჟორიტარული არჩევნები და პარლამენტის 150 მანდატიდან, 75 - ერთიანი პროპორციული სისტემით, ხოლო 75 - სამხარეო-პროპორციული სისტემით გადანაწილდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 11:00 საათისთვის დაინიშნა.