ნატო-მ შესაძლოა, აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო ბატალიონები გააგზავნოს. ამის შესახებ "ტელეგრაფი" წერს. გავრცელებული ცნობით, ალიანსის გეგმები რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების შეჩერებას ისახავს მიზნად. თითოეული ბატალიონი დაახლოებით 500-1000 სამხედროსგან იქნება დაკომპლექტებული და საზენიტო სარაკეტო სისტემებით და სამხედრო თვითმფრინავებით იქნება აღჭურვილი.
გავრცელებული ცნობით, ბატალიონები გაიგზავნება ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში.
სამხედროები ძირითადად ამერიკიდან, ბრიტანეთიდან და გერმანიიდან იქნებიან. რუსეთის მიერ "ჰიბრიდული" თავდასხმებისა და ოკუპაციის შეჩერების მიზნით, ბალტიისპირეთის, ცენტრალური და სამხრეთ ევროპის რეგიონის გაძლიერების შესახებ ბრიუსელში თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე იმსჯელებენ.