თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ასაჯაროებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით მამუკა ახვლედიანი განცხადებას ავრცელებს.
"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საჯაროდ ვაქვეყნებ ჩემს მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძველს - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის 2016 წლის 3 თებერვლის #16-16 გადაწყვეტილებას. ასევე ვაქვეყნებ ამავე გადაწყვეტილებაზე ჩემს მიერ მიცემული ახსნა-განმარტების სრულ ტექსტს", - ნათქვამია მამუკა ახვლედიანის განცხადებაში, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი დოკუმენტაცია.
დასახელებული დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე: გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანის მიმართ ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ - http://tcc.gov.ge/uploads/2.pdf