საჯარო რეესტრმა სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, ბაია გადაბაძე

საჯარო რეესტრმა სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, ბაია გადაბაძე "მაესტროს" დირექტორად რჩება

საჯარო რეესტრმა სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, ბაია გადაბაძე"მაესტროს" დირექტორად რჩება, - ამის შესახებ მაკა ასათიანის ადვოკატმა, გიორგი გვენეტაძემ განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ მაკა ასათიანის სარჩელზე სასამართლოს გადაწყვეტილებამ შესაძლოა მისი პოზიცია კიდევ უფრო გაამყაროს, კერძოდ საუბარია სარჩელზე, რომლითაც მაკა ასათიანმა სასამართლოს მიმართა და მოითხოვა გაჩეჩილაძის მხრიდან ახლად შეძენილი 30%-იანი წილის მოქმედების შეჩერება.

აღნიშნულ სარჩელზე პასუხს მაკა ასათიანი დღის ბოლომდე ელოდება. რაც შეეხება ბაია გადაბაძის სარჩელს, გიორგი გვენეტაძემ აღნიშნა, რომ სასამართლოს უარი ჩაბარების შემდეგ ბაია გადაბაძის მხრიდან გასაჩივრდება.

"ბაია გადაბაძემ უნდა ჩაიბაროს სასამართლოს უარი მის მოთხოვნაზე, სადაც აღნიშნულია, რომ "მაესტროს" პარტნიორთა კრების ოქმს მოქმედება შეუჩერდეს. აღნიშნულზე სასამართლომ უარი უთხრა ბაია გადაბაძეს, თუმცა ეს უარი გადაბაძეს ხუთდღიან ვადაში უნდა ჩაბარდეს, რის შემდეგაც გასაჩივრდება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას თვეზე მეტი სჭირდება. სამართლებრივი ბრძოლა გრძელდება. ეს უარი ძალაში არ შევა მანამ, სანამ გასაჩივრების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული", - განმარტა გიორგი გვენეტაძემ.

მაკა ასათიანს საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დარეგისტრირების პროცესი შეჩერებულია, ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.