ბრიუსელში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში, ორი დოკუმენტი გამოქვეყნდა, სადაც დეტალურად არის აღწერილი ნატო-საქართველოს ურთიერთობები. ამის შესახებ ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს.
როგორც საქართველოს ელჩმა ნატო-ში, ალექსანდრე მაისურაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პირველ დოკუმენტში მთავარი აქცენტი გაკეთებულია უელსის სამიტზე აღებული ვალდებულებების იმპლემენტაციაზე.
"თქვენ ნახავთ რომ პროგრესი სახეზეა, ამას ნატო ადასტურებს და მხარს უჭერს. შემდეგ დოკუმენტში კი ასახულია საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობების სპექტრი. ასევე კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ჩვენს მიერ იქნა გადადგმული ბოლო წლების განმავლობაში", - განაცხადა ელჩმა.