თბილისის საქალაქო სასამართლომ "მაესტროს" პარტნიორთა კრების მიერ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული ბაია გადაბაძის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
უფრო კონკრეტულად, სასამართლომ გადაბაძეს უარი უთხრა არხის პარტნიორთა კრების მიერ მიღებული იმ ოქმის მოქმედების დღესვე შეჩერებაზე, რომლითაც "მაესტროს" დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე დაინიშნა, თუმცა მის სასარჩელო მოთხოვნას მომავალში განიხილავს.
სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ცოტა ხანში მედიასთან განმარტებას "მაესტროს" 25 %-იანი წილის მფლობელის, მაკა ასათიანის ადვოკატი, გიორგი გვენეტაძე გააკეთებს.