თურქეთმა აშშ-ის ელჩი დაიბარა. ამის მიზეზი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ჯონ კირბის განცხადება გახდა. "როიტერსის" ინფორმაციით, მან სირიელი ქურთების "დემოკრატიული კავშირის პარტიას" ტერორისტული ორგანიზაცია არ უწოდა.
აშშ სირიელ ქურთებს ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს უჭერს. ჯონ კირბიმ ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რომელს უჭერს მხარს ვაშინგტონი - ანკარას თუ ქურთებს, უპასუხა, რომ აშშ-ის ურთიერთობა აქვს ორივე მხარესთან. სირიელი ქურთების "დემოკრატიული კავშირის პარტია"თურქეთში მოქმედი "ქურთების მუშათა პარტიის" მოკავშირეა. "ქურთების მუშათა პარტიას" კი თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს, ისევე როგორც აშშ და ევროკავშირი.
ოფიციალურ ანკარას ეშინია, რომ სირიელი ქურთები თურქეთში მცხოვრები ქურთების სეპარატისტულ მიზნებს კიდევ უფრო აღვივებენ.