ნიუ-ჰემფშირის შიდაპარტიულ არჩევნებში რესპუბლიკელებს შორის ტრამპმა, ხოლო დემოკრატებს შორის სანდერსმა გაიმარჯვა

ნიუ-ჰემფშირის შიდაპარტიულ არჩევნებში რესპუბლიკელებს შორის ტრამპმა, ხოლო დემოკრატებს შორის სანდერსმა გაიმარჯვა

ნიუ-ჰემფშირის შიდაპარტიულ არჩევნებში რესპუბლიკელებს შორის დონალდ ტრამპმა, ხოლო დემოკრატებს შორის ბერნი სანდერსმა გაიმარჯვა. 
"სიენენის" ცნობით, სანდერსმა დემოკრატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა. რესპუბლიკელებს შორის კი მეორე ადგილას ოჰაიოს შტატის გუბერნატორი ჯონ კეისიჩი გავიდა. ფლორიდის ყოფილმა გუბერნატორმა, ჯებ ბუშმა კი რომელიც ერთ დროს ლიდერი იყო კანდიდატებს შორის, დაბალი შედეგი აჩვენა. 
ნიუ-ჰემფშირი მეორე შტატია, სადაც შიდაპარტიული არჩევნები გაიმართა. გასულ კვირას აიოვას შტატში რესპუბლიკელებიდან ტედ კრუზმა, დემოკრატებიდან კი ჰილარი კლინტონმა გაიმარჯვა. მას შემდეგ რაც შიდაპარტიული არჩევნები ყველა შტატში ჩატარდება, ნოემბერში აშშ-ში საყოველთაო საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.