ნატო წევრი ქვეყნების აღმოსავლეთ საზღვრებზე თავის ყოფნას აძლიერებს, რათა უპასუხოს ახალ გამოწვევებს, რომელთა შორისაც არის რუსეთის მიერ არმიის გამოყენება სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
"მრავალი წელი ვუყურებდით, როგორ ახდენდა რუსეთი ინვესტირებას თავის შეიარაღებულ ძალებში და მას აქტიურად წვრთნის. ეს კი უკვე აღარ არის უბრალოდ წვრთნები, არამედ მათ იყენებს სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ, ცვლის საზღვრებს ევროპაში, როგორც ეს მოხდა საქართველოს, შემდეგ კი უკრაინასთან მიმართებაში", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მანვე გაიხსენა რუსული თვითმფრინავების მიერ თურქეთისა და ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევა, რომლებიც ნატოს წევრები არიან. "ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ახალ გამოწვევებს. ნატო აძლიერებს თავის ყოფნას თურქეთსა და ლიტვაში, მათ შორის, წყალზე და ჰაერში ამერიკის შეიარაღებული ძალების ხარჯზე", - განაცხადა გენმდივანმა.
მისივე თქმით, ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარზე განთავსდება სწრაფი რეაგირების დაჯგუფებები, 40 ათასი სამხედროს შემადგენლობით, და მათი რეაგირების დრო უნდა იყოს ორი დღე.